ივანე მაჭავარიანი კახა კახიშვილის გენპროკურორად შესაძლო დანიშვნაზე - არ მაქვს ინფორმაცია,  გულწრფელად გეუბნებით

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მთავრობის კანცელარიაში საკადრო ცვლილებებს აფასებს და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და შესაბამისად, ცვლილებები იქნება. ამის შესახებ მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„ბევრი ცვლილება არის, მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და რასაკვირველია, ცვლილებები იქნება. ზოგადად, დადებითისკენ არის ეს ცვლილებები, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევას არ ვგულისხმობ. ნათია მეზვრიშვილთანაც და კახა კახიშვილთანაც ძალიან კარგი, კოლეგიალური ურთიერთობა მქონდა და ორივეს წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, რომ კახა კახიშვილი გენერალურ პროკურორად ვიხილოთ? - მაჭავარიანმა განაცხადა: „არ მაქვს ინფორმაცია, გულწრფელად გეუბნებით“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა