აზერბაიჯანის დედაქალაქში ადვოკატთა შორის  ფეხბურთში კავკასიის ღია პირველობა იწყება

აზერბაიჯანის დედაქალაქში ადვოკატთა შორის ფეხბურთში კავკასიის ღია პირველობა იწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციიდან აცნობეს, ტურნირის გახსნით ცერემონიაზე გუნდებს სიტყვით აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანარ ბაგიროვმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა გიორგი ჭეხანმა მიმართეს და ისაუბრეს ტურნირის მნიშვნელობასა და მის ტრადიციულ ფორმატად ქცევაზე, ასევე თითოეულ გუნდს წარმატება უსურვეს.

მათივე ინფორმაციით, ჩემპიონატი საქართველოს და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციების თანაორგანიზებით ტარდება და მასში მონაწილეობას 16 გუნდი, მათ შორის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გუნდი იღებს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის გუნდი განთავსებულია ტურნირის "ა" ქვეჯგუფში ირანელი, ბელორუსი და რუსი ადვოკატების გუნდებთან ერთად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა