თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირება გაიარეს

მიმდინარე წლის ზაფხულში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-8 და მე-9 სემესტრის სტუდენტები, პროფესორ მანანა ქუთელიას სახელობის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იმყოფებოდნენ ინსბრუკში, ტიროლის საუნივერსიტეტო კლინიკაში (ავსტრია), სადაც სტაჟირება გაიარეს რადიოლოგიისა და ნევროლოგიის განყოფილებებში.

სტუდენტები მონაწილეობდნენ პაციენტების ანამნეზის შეგროვებაში, ობიექტურ გამოკვლევასა და სხვადასხვა მანიპულაციის ჩატარებაში. მათ გამოცდილება მიიღეს რენტგენოგრაფიული, ულტრასონოგრაფიული, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული, ნეირორადიოლოგიური, მამოლოგიური, უროლოგიური კვლევების განხრით.

რამდენიმე მათგანი დაესწრო პროფესორ ვილჰელმ აიზნერის ნეიროქირურგიულ ოპერაციას, რაც უაღრესად საინტერესო იყო მათთვის.

„თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სტაჟირებისას ხელმძღვანელობდნენ: რადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ვერნერ იაშკე; ნეირორადიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ელკე გიცევსკი; ექოსკოპიის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ტომას რეტენბახერი და ექოსკოპიის უფროსი ექიმი კატია პეტროვა-შუმანი. თსსუ-ის სტუდენტები მადლიერებას გამოხატავენ თითოეული მათგანის მიმართ. ასევე, უდიდესი მადლიერებით აღნიშნავენ თსსუ-ის საპატიო დოქტორის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიაციული თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრის უფროსი ექიმის, ირმა კვიცარიძის ღვაწლს მათ წარმატებულ სტაჟირებაში და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიდ დამსახურებასა და წვლილს მათ სრულფასოვან, მაღალი დონის სამედიცინო განათლებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება