ნათია თურნავა - პრემიერის დავალება არის, რომ ბიზნესთან მუშაობა გავაძლიეროთ

მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თურნავამ პრემიერის მიერ უწყებებისთვის მიცემულ დავალებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის უწყებას ბიზნესთან ხშირი კომუნიკაცია აქვს, თუმცა ახლა ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

„დავალება არის, რომ გავაძლიეროთ მუშაობა ბიზნესთან და ჩვენ პრაქტიკულად, უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან. ჩვენს სამინისტროს აქვს ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ ახლა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი, რა ბარიერები აწუხებს ბიზნესებს, რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და როგორ მოვუხსნათ ყველა პრობლემა იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდეს და ჩვენი დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის მზადაა თითოეული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, დაწვრილებით მოახსენოს მედიას და საზოგადოებას რა დასკვნებამდე, რა პრობლემების იდენტიფიცირებამდე მიდიან და როგორ აპირებს მთავრობა, რომ გაამარტივოს რეგულაციები.

„მთლიანობაში შემიძლია ერთი რამ შეგახსენოთ, რომ ამ დღეებში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო დაწინაურდა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით - 183 ქვეყანას შორის ჩვენ მე-12 ადგილზე ვართ. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის მარტივი რეგულაციები. თუმცა აქაც არის გარკვეული რესურსები, სადაც ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. აქედან გამომდინარე ვფირობთ, რომ ეს ძალიან სასარგებლო შეხვედრები იქნება“, - განაცხადა თურნავამ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა