არსებული ინფორმაციით, პროკურატურა ადვოკატ ნაირა ოტიაშვილის 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს

თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ლადო გრიგალაშვილის ადვოკატის, ნაირა ოტიაშვილის სასამართლო პროცესი 16:00 საათზე დაინიშნა.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, დღევანდელ სხდომაზე, სადაც ნაირა ოტიაშვილისა და მასთან ერთად დაკავებული დედა-შვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ, პროკურატურა ოტიაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, პროკურატურა გირაოს 3 000-ლარის ოდენობით მოითხოვს.

ნაირა ოტიაშვილსა და მასთან ერთად დაკავებულ ორ პირს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარუდგინეს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი, ონისე მარგიანი აცხადებს, ის სასამართლოში ოტიაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, დედა-შვილი და მათი ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მათ ბრალი ანგარებით ან სხვა პირადი მოტივით ჩადენილ ცრუ დასმენაში ედებათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა