მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს" მოთხოვნას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებს „ევროპული საქართველოს" მოთხოვნას, რომელიც ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაბარებას უკავშირდება.

როგორც მდინარაძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ივანე მაჭავარიანს „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში ისედაც უწევს მისვლა.

„ახალმა კონსტიტუციამ და რეგლამენტმა საშუალება მოგვცა, რომ მინისტრები ისედაც ხშირად იყვნენ პარლამენტში. ერთი კვირით ადრე, თუ სამი დღით ადრე მოიყვანენ ამ ადამიანს, ეს არაფერს ცვლის. უბრალოდ ცვლის იმას, რომ ისინი იტივტივებენ მედიის, „ნიუსების" ზედაპირზე.

პოლიტიკური პრაქტიკა და კულტურა ხომ შეიძლება დავხვეწოთ, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატია და ამ ადამიანებს ისედაც უწევთ მოსვლა. იგივე იყო დავით ზალკალიანის შემთხვევაშიც. კი ბატონო, დაარქვან, რომ მათ მოჰყავთ(მინისტრი პარლამენტში) და ის ფორმატებიც გამოვიყენოთ, რასაც ისინი ამბობენ, მაგრამ როდესაც იცი, რომ ისედაც მალე მოუწევს ადამიანს მოსვლა, ამ შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის საგანი ხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველო" საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ფინანსთა მინისტრს იბარებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა