ქედაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

აჭარაში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ამჯერად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას გააცნო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ცვლილებების მომზადების წინაპირობებზე, მათ დადებით და ნაკლოვან მხარეებზე ისაუბრა.

“თქვენი ხმა გადამწყვეტია და ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ საზოგადოების მოთხოვნები, ვინაიდან ეს ცვლილებები მხოლოდ თქვენთან თანხმობით უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

კონსტიტუციური კანონის პროექტები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

„საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა ამჯერადაც სამ ძირითად მიმართულებაზე - პროპორციულ სისტემაზე, ბუნებრივ ბარიერსა და ბლოკების დაშვება-არდაშვებაზე გაამახვილეს ყურადღება და მოქალაქეთა შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრის მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის ფორმატი. ადგილობრივები თვითმმართველობის მომავალი არჩევნებით, პროპორციულ სიებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობის უზრუნველყოფის, პოლიტიკურ ძალთა ბალანსისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს