ბათუმი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციას მასპინძლობს

ბათუმში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი მიმდინარეობს, რომელშიც 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი მონაწილეობს. დელეგაციას NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი ხელმძღვანელობს.

NATO-სგენერალური მდივნის მოადგილეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდნენ.

„ბათუმი და აჭარა უკვე ტრადიციულად მასპინძლობს მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებებს. დღეს გაიმართება ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მონაწილეობს 29 მუდმივმოქმედი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვეყოლება მაღალი რანგის სტუმარი, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე, ქალბატონი როუზ გოტმიოლერი“,- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის თავმჯდომარეობით ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება.

ასევე, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციას გამართავს.

„წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა