ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე - ჩვენ მოწოდებას ვაგრძელებთ რუსეთის მიმართ, რათა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარები გაიყვანოს

მიმდინარე ვიზიტის მიზანია, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, ვუზრუნველყოთ, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოების წყარო რეგიონში ყველასთვის“,-ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა ბათუმში, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ აღნიშნა, საქართველო არის ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო საოპერაციო პარტნიორი. მისი თქმით, ნატო მაღალ შეფასებას აძლევს იმ წვლილს, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სფეროში აქვს. როუზ გოტმიოლერის განცხადებით, ბოლო წლებში ნატო-ს ლიდერებმა „დაადასტურეს ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება“.

„ჩვენ მოწოდებას ვაგრძელებთ რუსეთის მისამართით, რათა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარები გაიყვანოს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მიმდინარე ვიზიტის მიზანია, ძალისხმევა გავაძლიეროთ და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან, ვუზრუნველყოთ, რომ შავი ზღვა იყოს უსაფრთხოებისა წყარო რეგიონში ყველასთვის“,-განაცხადა როუზ გოტმიოლერმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა