ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ალაზანი-იორის, ხრამი-დებედას და მტკვარი-მინგეჩაუერის აუზების მართვის გეგმის შემუშავების პროცესის განხილვა გაიმართა

ყვარელში პროექტის - „ევროკავშირის წყლის ინიციატივა - პლუს (EUWI+) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ ფარგლებში, დაინტერესებულმა მხარეებმა აუზის მართვის გეგმის ღონისძიებებზე და ეკონომიკურ შეფასებებზე იმსჯელეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრიდან აცნობეს, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელმა საქართველოში ზურაბ ჯინჭარაძემ და პროექტის მენეჯერმა აზერბაიჯანში რაფიგ ვერდიევმა საერთაშორისო ექსპერტთან იანიკ პოშონთან ერთად დაინტერესებულ მხარეებს მდინარის აუზის მართვის გეგმის მიმდინარე სტატუსი და ეკონომიკური შეფასების შესახებ ინფორმაცია წარუდგინეს.

შეხვედრაზე დისკუსიაც გაიმართა, სადაც ყურადღება იმ გამოწვევებზე გამახვილდა, რომლებიც ალაზანი-იორის (საქართველო), ხრამი-დებედას (საქართველო) და მტკვარი-მინგეჩაუერის (აზერბაიჯანი) აუზების მართვის გეგმის შემუშავების პროცესში კოორდინირებას, გამოცდილების გაზიარებას და მეთოდოლოგიას უკავშირდება.

ექსპერტებმა ასევე „მდინარეთა აუზების მართვის გეგმების“ ( RBMP) სამუშაო ვერსიებზე იმსჯელეს. პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების სამართლებრივი და მარეგულირებელი სისტემების გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ევროპული კანონმდებლობისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ასევე მდინარეთა აუზების მართვის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის (WFD) პრინციპების საფუძველზე და საზოგადოების ჩართვას მდინარის აუზის მართვის გეგმების შემუშავების პროცესში.

შეხვედრას პროექტის წამყვანი საერთაშორისო ექსპერტი სააუზე მართვის გეგმის მომზადებაში იანიკ პოშონი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC) წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ინფორმაციით, სულ ახლახანს საქართველოში, ყვარლის ტბის სასტუმროში ორ დღიანი ვორქშოპი დაიწყო, რომელიც,,ღონისძიებების პროგრამის’’(Program of Measures) განვითარებას ეხება. ვორქშოპის მიზანია პროგრამის განვითარების მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის გაცვლა და ალაზანი-იორის, ხრამი-დებედას (საქართველო) და მტკვარი-მინგეჩაურის (აზერბაიჯანი) მიმდინარე კონტრაქტებზე სამუშო პროცესის კოორდინირება, გამოცდილების გაზიარება და მეთოდოლოგიაზე მუშაობა პროგრამის ცხრილების შემუშავების, ,,მდინარეთა აუზების მართვის გეგმების’’ ( RBMP) თავების სამუშაო ვერსიების შესაქმნელად და RBMP -ის დასრულებისათვის მომდევნო ნაბიჯების მოსამზადებლად.

აღნიშნულ ვორქშოპს ესწრებიან : საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები, ისევე როგორც აზერბაიჯანის გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებისა და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან (REC Caucasus და შპს,, SADIG’’). მოგახსენებთ რომ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „წყლის ინიციატივა პლიუსი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ (EUWI + 4 EaP), ავსტრიის გარემოს სააგენტოსა (Umweltbundesamt) და საფრანგეთის წყლის საერთაშორისო ოფისის (International Office of Water) ხელმძღვანელობით, ახორციელებს სააუზე მართვის გეგმების შემუშავებას და დანერგვას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა