ზაალ უდუმაშვილი - ცოტა შეურაცხყოფილიც ვიყავი, აქამდე რომ არ დამიბარეს პროკურატურაში

არ აქვს მნიშვნელობა, რა კითხვა დაისმევა ჩემს მიმართ, მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკოსების, ასევე ყველა ოპოზიციური მედია არხის, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა პროკურატურაში მისვლის შემდეგ განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილის განმარტებით, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე და ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს იმით, რომ მისი დაბარება პროკურატურაში აქამდე არ მოხდა. ამასთან, უდუმაშვილმა არ იცის, თუ რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას მის მიმართ.

„იმას, რაც დღეს პროკურატურაში ხდება არ აქვს არანაირი კავშირი არც სამართალთან, არც გამოძიებასთან, და არაფერთან. ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმე. და ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში აქტიური პოლიტიკოსების ნაწილი ციხეში ზის, ნაწილს სამაჯური დაადეს, რომ მოძრაობა შეუზღუდონ და 20 ივნისის ჩვენი პატრიოტი ახალგაზრდები სხედან ციხეში გამოკეტილები. მედია მენეჯერებს დასდევენ და ყოველდღიურად დაჰყავთ დაკითხვაზე, ეს ის მედია მენეჯერები არიან, რომლებიც კრიტიკულ და ოპოზიციურ ტელევიზიებს აკეთებდნენ. ამ ფონზე ჩემი დაბარება - არ დაბარება კი არ არის საქმე, ზოგადად არც კი ვიცი რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ ჩემთან, მაგრამ მაინც მოვედი. სიმართლე გითხრათ, ცოტა შეურაცხყოფილიც ვიყავი, აქამდე რომ არ დამიბარეს, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა რა კითხვა დაისმევა ჩემს მიმართ, მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, როგორც პოლიტიკოსების ასევე ყველა ოპოზიციური მედია არხის, რომელიც დღეს ფუნქციონირებს. მაგრამ ის ძაფი, რომელსაც ქართველი ხალხის ნერვი ჰქვია ძალიან მალე გაწყდება და ამ შენობაში იმ ხალხს მოუწევს სიარული ვინც დღეს ბარიკადების მიღმა დგას,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი და „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი პროკურატურაში „რუსთავი 2“-ის საქმეზე დაიბარეს. აღნიშნულ საქმეზე ბრალი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და "ინტერმედია +"-ის დირექტორს, ზურაბ იაშვილს აქვთ წაყენებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა