ანონსი 4 ოქტომბერი

4 ოქტომბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, აკად. კონსტანტინე ერისთავის 130-ე და სს „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის“ დაარსებიდან 73-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილ ექიმთა მე-5 სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

აღნიშნული კონფერენცია ერთდროულად 3 დარბაზში გაიმართება. კონფერენციის მოწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათიდან.

4 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში ოთარ სირაძის პრესკონფერენცია გაიმართება

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N224 (C კორპუსი, II სართული)

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს და ბოლო პერიოდში, მისი მისამართით დაგროვილ კითხვებს უპასუხებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

4 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დეპუტატ ემზარ კვიციანის ადვოკატი ნიკოლოზ მჟავანაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: ადვოკატის ინფორმაციით, დეპუტატს ემუქრებიან. ემზარ კვიციანის დაკითხვა და მიმდინარე გამოძიება. დაცვის მხარის მტკიცებულებები კვიციანის საქმეზე.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 ოქტომებრს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი და ტაქსისტები განცხადებას გააკეთებენ.

თემა: ამოქმედებული რეგულაციები და ტაქსის ბიზნესში თვითდასაქმებულების პრობლემები. არის, თუ არა აუცილებელი რეგულაციების შეჩერება? რეალურად რაზე უნდა იყოს ორიენტირებული რეფორმის შემდეგი ეტაპი? გირჩის პროექტი "შმაქსი" - გადაჭრის, თუ არა წამოწყება ტაქსისტების პრობლემებს?

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

4 ოქტომბერს, 12:00 საათზე, „საპარტნიორო ფონდი“, „სტარტაპ საქართველო“ და „USAID-Zrda“ ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ გაცნობის მიზნით რეგიონებში შეხვედრებს იწყებს. ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია გორში შედგება.

მის: სასტუმრო „ვიქტორია“. თამარ მეფის ქ. 76

საკონტაქტო: ნათია წულაძე 577 46 17 67

4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში საპენსიო ასაკის მასწავლებლების გაცილებას დაესწრება.

მის: რუსთაველის გამზირი N10, თბილისის N1 კლასიკური გიმნაზია

4 ოქტომბერს, 13:00 საათზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელები, მთავრობის კაბინეტისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს კომპანიის მიერ განხორციელებულ კვარტალურ ანგარიშს წარუდგენენ. ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე და სხვა მოწვეული სტუმრები.

მის: ჭიათურა, ე.წ. "ნოფის" ტერიტორია.

საკონტაქტო: ქეთევან ხოსიტაშვილი, +(995) 551 74 23 23

4 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით

სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N314 (C კორპუსი, III სართული)

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

საკონტაქტო: (+995 32) 228-15-23

4 ოქტომბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ევროპის მემკვიდრეობა“ ორგანიზებით უახლესი გამოცემის "თბილისი ისტორიული ქალაქის შენარჩუნება" პრეზენტაცია გაიმართება.

მის: მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბელის ქ. 13,

საკონტაქტო: თეკლა ქველაძე-591 93 93 23

4 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი 30 წლის საიუბილეო ღონისძიებას გამართავს.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ტენესის შტატის სატელევიზიო სკოლის ტექნიკური პროდიუსერი ლეონიდ მაზორი, ლოძის კინო-სკოლის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი მარჩინ მალატინსკი, კოლეჯის კურსდამთავრებულები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

4 ოქტომბერს, 19.00 საათზე, სამხატვრო გალერეა „AKHUNDOV HOUSE“ - ში ეკა შალამბერიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. გამოფენა გაგრძელდება 4 - 11 ოქტომბრის ჩათვლით. მის: ვ. გორგასლის 17

4 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თბილისის საკრებულოში სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ,,რუსთავი’’ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართება. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, საკრებულოს წევრები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თავისუფლების მოედანი #2

საკონტაქტო: თამარ კვირტია - 577 17 30 04

4 ოქტომბერს, 00:30 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე მეტროსადგურ „სარაჯიშვილში“ მივა. .საკონტაქტო: ეკა 598 16 32 35

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა