აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მორიგი განხილვა ხელვაჩაურში გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მორიგი განხილვა ხელვაჩაურში გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს.

პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს და აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერაა ინიცირებული. დავით გაბაიძემ დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას ცვლილებების მომზადების წინაპირობებზე, მათ დადებით და ნაკლოვან მხარეებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„თავის დროზე ავირჩიეთ შერეული საარჩევნო სისტემა და ეს ჩვენი მოსახლეობის მოთხოვნა იყო, მაგრამ ახლა ჩვენ სხვა არჩევანის წინაშე ვდგავართ და მზად ვართ, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა - გია აბულაძემ, მერაბ კარანაძემ, მერაბ ბლადაძემ, ილია ვერძაძემ, გიორგი ცინცქილაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე, ბუნებრივ ბარიერსა და ბლოკების დაშვება-არდაშვებაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ითქვა, ერთადერთი საკითხი რაზეც ჯერ არაა მიღწეული შეთანხმება უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ბლოკების საკითხია.

კომისიის წევრების პოზიციების გაცნობის შემდეგ განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოქალაქეები ე.წ. „დაკარგული ხმებით,“ მაჟორტართა ბიუროების მომავლით, ბარიერისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით დაინტერესდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა