ზაალ უდუმაშვილი - გამომძიებლის კითხვები, ძირითადად, „რუსთავი 2“-ის საქმიანობას ეხებოდა

ეს საქმე არანაირ კავშირშია არც სამართალთან, არც ძიებასთან და არც არაფერთან. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა, პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ეს არის პოლიტიკური დევნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ.

"კითხვებზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი. კითხვები, ძირითადად, „რუსთავი 2“-ის საქმიანობას ეხებოდა. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მე შეძლებისდაგვარად გავეცი პასუხები, მაგრამ ამას ზოგადად მნიშვნელობა არ აქვს. ეს საქმე არანაირ კავშირში არ არის, არც სამართალთან, არც ძიებასთან და არაფერთან. ეს არის პოლიტიკური დევნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ. დავალება მიღებულია და უნდა შეასრულონ, მაგრამ ჩვენც ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, როგორ უნდა ვიომოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე და ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, სწორედ ისინი დაასრულებენ ძალიან მალე ამ რეჟიმს ქვეყანაში",-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა