ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს როუზ გოტმიოლერის შეხვდა.

„თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს და ევროკავშირის ეგიდით საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებს შეეხო.

ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება. ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან”, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?