ვახტანგ გომელაურმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, რეგიონული უსაფრთხოების თემაზე გამართული შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიოლერმა და ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივმა წარმომადგენელმა.

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას რეგიონის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები მიმოიხილა.

ვახტანგ გომელაურის შემდეგ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ მიმართა. მან თავის სიტყვაში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში, ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ნატოსა და საქართველოს, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორს შორის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებისთვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა