ოთარ კახიძე - ვანო მერაბიშვილს გუშინ შევხვდი, როგორც კი საპატიმროს დატოვებს, საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე თავად გააკეთებს განცხადებას

ვანო მერაბიშვილს გუშინ შევხვდი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

როგორც ოთარ კახიძემ აღნიშნა, მას ვანო მერაბიშვილთან ხშირი კომუნიკაცია აქვს.

ვანო მერაბიშვილს გუშინ შევხვდი ციხეში. ნორმალურად არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარობა დამაკმაყოფილებელია. ყოველთვე დავდივარ მის მოსანახულებლად. ის არის ჩემი მეგობარი და მასთან ინტენსიური კავშირი და კომუნიკაცია მაქვს. ციხეს 2020 წლის 20 თებერვალს დატოვებს“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კითხვაზე, შეხვედრის დროს, ჰქონდათ თუ არა საუბარი სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე და ვანო მერაბიშვილი მოიაზრებს თუ არა საკუთარ თავს „ევროპული საქართველოს“ გუნდში, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ წინასწარ ამაზე საუბარი სპეკულაციაა და როდესაც ვანო მერაბიშვილი საპატიმროს დატოვებს, ის თავად გააჟღერებს ამის შესახებ.

„ამაზე საუბარი არ გვქონია. ვანო მერაბიშვილი როდესაც საპატიმროს დატოვებს, თავად გააკეთებს განმარტებებს და განცხადებებს სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. ამაზე წინასაწარ საუბარი სპეკულაციურია და სპეკულაციებში არ შევალ“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა