აბაშის მუნიციპალიტეტში საავტომობილო ხიდის მშენებლობა გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნისა და ტყვირის შიდა სამიმოსვლო საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა გრძელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 588 987,00 ლარით ფინანსდება, სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. “construction service” ასრულებს, ივლისში დაიწყო და დეკემბერში დასრულდება.
მათივე ინფორმაციით, ახალი ხიდი უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას და გზის მიმდებარედ არსებულ 6 სოფელს მუნიციპალიტეტთან დააკავშირებს.
სამუშაოების მიმდინარეობა დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 15-16 ოქტომბერს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანდა საავტომობილო ხიდი. მოვარდნილმა წყალმა გამორეცხა საყრდენი, რამაც გამოიწვია წყალამრიდების ჩამოშლა, ხოლო 2018 წლის 9 ნოემბერს ხიდი სრულად დაინგრა.

























