ეკვადორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ეკვადორის პრეზიდენტმა ლენინ მარენომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დემონსტრანტებმა ცეცხლმოკიდებული ბარიერები აღმართეს და პოლიციას ქვები დაუშინეს. „როიტერსის“ ინფორმაციით, პროტესტი საწვავის სუბსიდირების პროგრამის დასრულებას მოჰყვა, რომელიც მთავრობის ფისკალური რეფორმის პაკეტის ფარგლებში განხორციელდა.

გუშინ, საწვავის სუბსიდირების შეწყვეტის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა ქუჩები გადაკეტეს, რომელთაც შემდეგ სტუდენთა და პროფესიულ კავშირთა ჯგუფებიც შეუერთდნენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, საწვავის სუბსიდირების შეწყვეტა აუცილებელი გახდა, რათა გამკლავებოდნენ ეკონომიკურ გამოწვევებსა და კონტრაბანდას.

რეფორმის შედეგად ეკვადორში დიზელის ფასი 1.03 -დან 2.30 დოლარამდე აიწია, ხოლო ბენზინის ფასმა 1,85 დოლარიდან 2,39-ის ნიშნულს მიაღწია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა