საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ბათუმში გაიმართა

აჭარის კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ამჯერად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებასა და სტუდენტებს წარმომადგენლებს გააცნო.

„საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოების დაკვეთაა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პოზიცია. თქვენი მოსაზრებები აისახება შესაბამის ოქმში და მათზე მსჯელობა გაგრძელდება უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო კანონის პროექტების განხილვისას“, - განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 წევრის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონის პროექტები - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ბუნებრივი ბარიერის პირობებში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საორგანიზაციო კომისიამ, რომელშიც უმაღლესი საბჭოს ყველა პოლიტიკური სუბიექტია წარმოდგენილი, ბათუმელ ამომრჩეველს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თითოეული პარტიის პოზიციაზე მიაწოდა ინფორმაცია. კომისიის წევრებმა გია აბულაძემ, მერაბ კარანაძემ, მერაბ ბლადაძემ, ნუგზარ სურმანიძემ, გიორგი ცინცქილაძემ, ილია ვერძაძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობაზე, ბუნებრივ ბარიერსა და ბლოკების დაშვება-არდაშვებაზე ისაუბრეს. ეს უკანასკნელი სწორედ ის საკითხია, რაზეც ჯერ კიდევ მიმდინარეობს მსჯელობა უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. უმცირესობის ნაწილს სამომავლოდ მართებულად მიაჩნია , მანდატების რაოდენობის გაზრდაც, რაც ბარიერს შეამცირებს.

პროექტის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. მოქალაქეებმა ე.წ. „დაკარგული ხმების“ რისკებზე, ბლოკებზე, გაუნაწილებელ მანდატებზე, სიებში გენდერულ ბალანსზე, შშმ პირთა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებაზე გაამახვილეს ყურადღება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა