გია ვოლსკი - გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენა იყო პრობლემა, ამას ზაქარია ქუცნაშვილიც არ მოელოდა

გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩენა იყო პრობლემა, ამას ზაქარია ქუცნაშვილიც არ მოელოდა, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ქუცნაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო.

„პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაც იყო იმ პასუხისმგებლობის დემონსტრირება, რომელიც გააჩნია მას. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამჯდარიყო, ეგეთი ფაქტი საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა. ეგ არის თემა. პრობლემა დელეგაციის ჩამოსვლაში კი არაა, რაც არ უნდა დაპირისპირებული იყვნენ სახელმწიფოები, საერთაშორისო ვალდებულებაა დელეგაციის მიღება. თვითონ სავარძელში ჩაჯდომის ფაქტი არის თემა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს