ირმა ინაშვილის განცხადებით, ნატო-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სამხედრო მიუმხრობლობის შესახებ ისაუბრა

შეხვედრაზე მე ვისაუბრე თემაზე, რომელიც შეეხება სამხედრო მიუმხრობლობას - ძალიან ადეკვატურად მიიღეს და მოისმინეს ჩემი მოხსენება და პოზიცია, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო დელეგაციასთან შედგა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, სტუმრებს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გააცნო.

„პირადად გადავეცი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ჩვენი გამოკითხვის შედეგები ბათუმში. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, 77 000-ზე მეტი ბათუმელი გამოვიკითხეთ და აქედან 69% მხარს უჭერს ავსტრია, შვეიცარია, ფინეთი, შვედეთის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელის განხორციელებას საქართველოში“, - განაცხადა ინაშვილმა.

მანვე ჟურნალისტის რეპლიკაზე: „იგივე ნეიტრალიტეტს“, უპასუხა, რომ ის ამ ტერმინს არ გაურბის.

„იგივე ნეიტრალიტეტს, სამხედრო ნეიტრალიტეტს. არ გავურბივარ ამ ტერმინის გამოყენებასაც, თუმცა სხვადასხვა დატვირთვა აქვს ამას, სიღრმეებში თუ წახვალთ. ასევე, ასეთი ტიპის შეხვედრებზე დისკუსიები როგორც წესი, არ იმართება ხოლმე - კორექტულობის ფარგლებში ვუსმენთ ერთმანეთს. ძალიან ადეკვატურად მიიღეს და მოისმინეს ჩემი მოხსენება და ჩემი პოზიცია“, - განაცხადა ინაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა