12 ოქტომბერს, მოძრაობის თეატრში, ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

12 ოქტომბერს, მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის პარკი), ქართულ-ამერიკული სპექტაკლის - „თამადამანჰეტენზე“ პრემიერა გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მოძრაობის თეატრიდან“ აცნობეს, ღონისძიებას გახსნის აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშე, ჯულიუს ცაი.

მათივე ცნობით, ბროდვეის მიუზიკლის ფორმატში დადგმული სპექტაკლი მოძრაობის თეატრის და ვაშინგტონის თეატრის Company E-ს ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით შედგა.

სპექტაკლს ცოცხალი მუსიკით გააფორმებს სანდრო ნიკოლაძის ბენდი, ამერიკიდან მოწვეულ ვოკალისტებთან ერთად. ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, ვაშინგტონიდან საქართველოში მოწვეული არიან: რეჟისორი, სცენოგრაფი, ქორეოგრაფი, მუსიკოსები, ვოკალისტები, რომლებმაც „მოძრაობის თეატრის“ დასსა და ბენდს ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს.

როგორც „მოძრაობის თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი იოსებ ბაკურაძე აღნიშნავს, ამერიკულ დასთან მუშაობა „მოძრაობის თეატრისთვის“ განსხვავებული სასცენო ოსტატობის გამოცდილების გაცნობის კარგი შესაძლებლობა აღმოჩნდა და წარმატებული კოლაბორაცია შედგა.

„მოძრაობის თეატრის“ და Compani E-ს ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლი აგებულია ამბავზე, სადაც ტრადიციების მატარებელი თამადა 60-იანი წლების ნიუ იორკში ხვდება. სევდიანი ამბავი, თუ როგორ ცდილობს თამადა ტრადიციების შენარჩუნებას მანჰეტენის ქაოტურ ყოფაში“, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე.

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
"ლიბერთის" 500 000-ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
კომპანია "ნოვა" პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს
პირველი კლინიკა დისტანცირებული რიგის მართვის სისტემით
„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
კომპანია „ორბი ჯგუფი“ მედიკოსებს მადლობას უხდის