ლევან დავითაშვილი ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე ეცნობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, რეგიონულ საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ჭიათურაში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ, კომპანიის საქმიანობის კვარტალური ანგარიში მოისმინეს და განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„ერთ წლის წინ ჭიათურაში, ეკოლოგიური კუთხით, ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. ჩვენ შევხვდით მოსახლეობას, კომპანიის და საწარმოს წარმომადგენლებს და ვიმსჯელეთ არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. კომპანიასთან ძალიან ბევრი შენიშვნა არსებობდა. დღეს, მოვისმინეთ კომპანიის საქმიანობის კვარტალური ანგარიში. სპეციალისტებთან ერთად, ადგილზე გავეცანით განხორციელებულ სამუშაოებს და ვხედავთ, რომ გარკვეული მიმართულებებით მდგომარეობა გამოსწორებულია. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ მოკლე პერიოდში, ძირითადი პრობლემური საკითხები დღის წესრიგიდან მოვხსნათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომპანიამ ,,ჯორჯიან მანგანეზი“ 2019 წელს, ჭიათურაში, ე.წ. ნოფის ტერიტორიაზე, 1.5 ჰა ფართობზე, მოაწყო ახალი სპეციალური მიმღები სარკინიგზო ტერმინალი, სადაც განხორციელდება ე.წ. კოოპერატორების წარმოებული კონცენტრატის მიღება და ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ტრანსპორტირება, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს ჭიათურა - ზესტაფონის საავტომობილო გზას. აღნიშნული ტერმინალის მოწყობამდე, კონცენტრატის ტრანსპორტირება საავტომობილო გზის გამოყენებით ხდებოდა და ქალაქის გზებზე მოძრაობის შეფერხებას იწვევდა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო დირექტორმა, მერაბ კიმინაძემ განაცხადა, სარკინიგზო ჩიხებისა და ხიდების მოწყობის შედეგად, მადნითა და კონცენტრანტით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანები ქალაქში აღარ იმოძრავებს.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, კომპანია მადნის გატანას შემოვლითი გზით, სარკინიგზო ხაზით უზრუნველყობს, რაც ქალაქის საავტომობილო გზას მნიშვნელოვნად განტვირთავს. პირველი ოქტომბრიდან, ექსპლუატაციაში შევიდა ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკა, რომელიც სამთო მოპოვების კუთხით, გარემოზე ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მერაბ კიმინაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო