საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის და თვითმკვლელობის შესახებ, „ინტერპრესნიუსისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც მოკლული 70 წლის ელდარ ივანელაშვილის ახლობლები ამბობენ, დაახლოებით 20 წლის წინ, მასსა და შოთა დარბაისელს შორის კონფლიქტი იყო, რა დროსაც შოთა დარბაისელმა ივანელაშვილისთვის ცივი იარაღით დაზიანებების მიყენება სცადა, თუმცა, მას შემდეგ მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

მათივე ინფორმაციით, დღეს, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე კი, დარბაისელი ხორცის მაღაზიაში მივიდა და ივანელაშვილს ფული სთხოვა.

„ზუსტად მიზეზი რა იყო, არ ვიცით, მაგრამ ვიცი, რომ დაახლოებით 20 წლის წინ, ერთად ქეიფობდნენ და რაღაც უთანხმოება მოხდა. შოთა დარბაისელს მაშინ დანის დარტყმა უცდია, თუმცა ვერ მოახერხა. მას შემდეგ ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მეზობლები არიან. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე კი დარბაისელი ხორცის მაღაზიაში მისულა და ივანელაშვილისთვის უთქვამს, ფული მომეცი, ტყვიები უნდა ვიყიდოო. ივანელაშვილს ფული მიუცია, რას წარმოიდგენდა, რაც მოხდებოდა. შოკში ვართ ყველა“, - განაცხადა გარდაცვლილის ერთ-ერთმა ახლობელმა ივანე ფაროზიშვილმა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საგარეჯოს ცენტრში 67 წლის მამაკაცმა 70 წლის მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს