სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ნატო-ს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში, დღეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან როუზ გოტმიოლერთან ორმხრივი გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელიც საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტი დავით ზალკალიანი ესწრებოდნენ, მხარეებმა საქართველო - ნატოს ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს და ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს მიერ ინტეგრაციის პროცესში მიღწეული ყველა წარმატება.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში კარგი დემონსტრირებაა იმისა, რომ საქართველო ალიანსის პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს წევრობის პერსპექტივას, ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქართველო - ნატოს მომავალი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71% მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, რაც ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად ეროვნული არჩევანია.

პრეზიდენტის თქმით, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საკითხი, რომელიც აერთიანებს ყველა მთავარ პოლიტიკურ პარტიას. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა