ზესტაფონში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და შემოქმედების ცენტრში ღონისძიება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ღონისძიებას სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, ადგილობრივი ხელისუფლების და რესურს ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროფესიული დღე პედაგოგებს, მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ მიულოცეს.

„მინდა ყველა პედაგოგს მივულოცო პროფესიული დღესასწაული. ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება სკოლიდან იწყება და ამაში უდიდესი წვლილი თქვენ მიგიძღვით. ზესტაფონის საგანმანათლებლო სფერო ყოველთვის იყო გამორჩეული პროფესიონალი და კვალიფიციური კადრებით. ვულოცავ ყველა პედაგოგს და წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა ზესტაფონის მერმა გიორგი გოგლიჩიძემ.

ღონისძიების დასასრულს საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ პედაგოგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა