ანონსი  5 ოქტომბერი

5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მოსამართლეთა XXVI რიგგარეშე კონფერენცია გაიმართება.

მის: ნოდარ ბოხუას ქ. №19, იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, გენერალურ პროკურატურაში ტელეკომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გამოკითხვა იგეგმება.

5 ოქტომბერს, 11:30 საათზე, „ევროპული საქართველოს" ოფისში გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა - 20 ივნისის მოვლენები. ასევე, კომენტარი გაკეთდება პრეზიდენტის შეწყალებაზეც.

მის:ბარნოვის 40

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, "სამოქალაქო მოძრაობა" მომავლის არმიის ხედვის პრეზენტაციას გამართავს, რომელიც რამდენიმე თვის მანძილზე პრაქტიკული გამოცდილების მქონე ექსპერტების მიერ მუშავდებოდა.

პრეზენტაციაზე წარგენილი იქნება თავდაცვის ძალების ძირითადი პრობლემების აღწერა, მათი გადაჭრის გზები და ხედვა 8 ახალ მოდულზე.

მის ხელოვნების სასახლე, კარგარეთელის 6

საკონტაქტო პირი: 599854722

5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრება. 20:30 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოება. 21:30 საათზე თბილისის მერი ლეღვთახევში „თბილისობის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრება.

საკონტაქტო: ლელა ცინცაძე 555 96 94 93

5 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მთაწმინდის პარკში, კლუბში „ანდერვილი“ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა