დედოფლისწყაროში ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

დედოფლისწყაროს კულტურის სახლში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,,მასწავლებელი შუქი სულისა“ გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
კონცერტზე საპენსიო ასაკს მიღწეულ და მოქმედ წარმატებულ პედაგოგებს სიგელები და საჩუქრები დედოფლისწყარო-სიღნაღის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნუგზარ პაპიაშვილმა, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ დავითაშვილმა და საკრებულოს კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, მიხეილ ბხუტაშვილმა გადასცეს.
ღონისძიებაზე მუსიკალური ნომრები ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა წარმოადგინეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით პედგოგიური მოღვაწეობა წელს 58-მა პენსიონერმა დაასრულა, ხოლო მშობლიურ სკოლებში ყველაზე წარმატებულად თხუტმეტი პედაგოგი დასახელდა.

























