წელს მანდატურის სამსახური 130 ახალ საჯარო სკოლაში შედის

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ ახლად დანიშნული მანდატურები მცხეთის რაიონის სოფელ წილკანის საჯარო სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარუდგინა.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, წილკანის სკოლა ერთ-ერთია იმ 20 ახალ საჯარო სკოლას შორის, სადაც მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მანდატურის სამსახური იქნება წარმოდგენილი. სექტემბერში მანდატურები უკვე შევიდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 54 საჯარო სკოლაში. წლის ბოლომდე, მანდატურის სამსახურის მომსახურებით, დამატებით, კიდევ 28 საჯარო სკოლა ისარგებლებს.

„ახლად დანიშნული მანდატურები კონკურსის წესით შეირჩნენ. უსაფრთხოების ახალი წესის თანახმად, მათ შსს-ს აკადემიაში ორთვიანი მოსამზადებელი კურსი გაიარეს.

მიმდინარე რეფორმისა და გაფართოების გეგმის თანახმად, სულ, 2019 წლის განმავლობაში, მანდატურის სამსახური 130 ახალ საჯარო სკოლაში შედის. მომავალ წელს მანდატურები, საქართველოს მასშტაბით, დამატებით, ამავე რაოდენობის სკოლაში იქნებიან წარმოდგენილნი“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა