შსს-ს არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ არქივში ერთობლივი პრეზენტაცია განახორციელეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნულ არქივში ერთობლივი პრეზენტაცია განახორციელეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მონოგრაფია - „პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში დიდი ტერორის დროს“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმი „პოლონური აქცენტები“.

პრეზენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

უწყების ცნობით, ღონისძიებას, პოლონელ სტუმრებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და არქივის ხელმძღვანელი პირები, ისტორიკოსები, მკვლევარები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, მონოგრაფიასა და ფილმში გამოყენებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტური მასალები, რომლებიც პოლონელთა რეპრესიებს ეხება.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ერთობლივი, მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია განხორციელებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა