ბაღდათში ღვინის არტ ფესტივალი იმართება. ფესტივალის ფარგლებში გახსნილია იმერული კუთხე, მიმდინარეობს ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია-გაყიდვა, ასევე, ადგილობრივი ნატურალური პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალზე დასახელდებიან ბაღდათის საპატიო მოქალაქეები.
ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომელიც დღის ბოლოს ფოიერვერკით დასრულდება. ფესტივალის ორგანიზატორი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაა.