ალეკო ელისაშვილმა „მომავლის არმიის" ხედვა წარადგინა

„სამოქალაქო მოძრაობამ" ექსპერტების ჯგუფთან ერთად შემუშავებული „მომავლის არმიის" ხედვის პრეზენტაცია გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს" „სამოქალაქო მოძრაობიდან" აცნობეს, „მომავლის არმიის" ხედვა „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა და მოძრაობის „თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულების" ხელმძღვანელმა პაატა გიგაურმა წარმოადგინეს.

„მომავლის არმიის" ხედვა ორი კომპონენტისგან შედგება - პრობლემების აღწერისა და ამ პრობლემების გრძელვადიანი მოგვარების გზებისგან. 8 მოდულისგან შემდგარი ხედვა თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებას და ხარჯვის კონტროლის გამკაცრებას გულისხმობს. ასევე რეფორმების გრძელვადიანი მონიტორინგის მიზნით, სამოქალაქო კურატორისა და სამხედრო ომბუდსმენების პოსტების შემოღებას და პარლამენტის მიერ, მათ დამტკიცებას.

„მომავლის არმიის" მიხედვით, თავდაცვის ძალები მხოლოდ ნებაყოფლობითი პრინციპით დაკომპლექტება და სავალდებულო სამსახურზე მორატორიუმი გამოცხადდება. ქვეყნის თავდაცვაში აქტიურად ჩაერთვებიან მოხალისეები, მათ შორის შშმ პირები. ხედვა გულისხმობს მსროლელთა კლუბების დაარსებასა და იარაღის ფარული ტარების უფლების დაკანონებას, ახალგაზრდული ორგანიზაციის მხარდაჭერას და ეროვნული სამხედრო მუზეუმის დაარსებას", - განაცხადა პრეზენტაციის დროს ალეკო ელისაშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ, „სამოქალაქო მოძრაობამ" – „მომავლის არმიის" ხედვა ყველა შესაბამის სამთავრობო სტრუქტურას, ძირითად პოლიტიკურ სუბიექტსა და ორგანიზაციას გადაუგზავნა.

„სამოქალაქო მოძრაობას" მიაჩნია, რომ თავდაცვის გაძლიერება და არმიის მშენებლობა ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ მიზნით, „სამოქალაქო მოძრაობა" დისკუსიისა და პოზიციის შეჯერებისათვის მზადაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა