აჭარაში წარმატებული პედაგოგები დააჯილდოვეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცა. პროფესიული დღესასწაულის აღსანიშნავად, ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლების წარმატებულ პედაგოგებს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

„მინდა ყველა მასწავლებელს მივულოცო პროფესიული დღე და მადლობა გადავუხადო თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. სახელმწიფომ განათლება მთავარ პრიორიტეტად დაისახა. ამ მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებაში უდიდესია მასწავლებლების როლი. ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ მასწავლებლის პროფესია სულ უფრო დაფასებული და პრესტიჟული გახდეს“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

მათივე ინფორმაციით, წელს სპეციალურმა კომისიამ 35 მასწავლებელი გამოავლინა, რომლებმაც ბოლო სასწავლო წლის განმავლობაში პროფესიულ, შემოქმედებით საქმიანობასა და მომავალი თაობის აღზრდაში წარმატებებს მიაღწიეს. წლის შედეგებით საუკეთესო პედაგოგებს შორის ბათუმიდან -12, ხელვაჩაურიდან - 7, ქობულეთიდან -5, ხულოდან და შუახევიდან 4 - 4, ხოლო ქედიდან -3 პედაგოგი შეირჩა.

„დაჯილდოების ღონისძიებას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები დაწევრები, პოლონეთის ელჩი, საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, მუნიციპალიტეტის მერები და რესურსცენტრების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად იმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს