ანონსი 6 ოქტომბერი

6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და მედიკო მარგოშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერებს შეაგროვებენ.

მის: რუსთავი, მეგობრობის გამზირი, ყოფილი კინოთეატრი ,,რუსთაველის" წინ

საკონტაქტო პირი: თეონა ჭალიძე - 591051601

6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პრეზიდენტის სასახლესთან (ათონელის ქუჩა) ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია მოაწყობს საპროტესტო აქციას და ფოტო-გამოფენას.

საკონტაქტო პირი: მიშა ქუმსიშვილი - 558 96 02 53; ქეთი დოლიძე - 599 32 70 77

6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სეოკ-ის დაარსების 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება და სეოკ-ის ენციკლოპედიური გამოცემის - „ოლიმპიური ორტომეულის“ პრეზენტაცია გაიმართება. საიუბილეო ღონისძიების დაწყებამდე 12:00 საათზე ჭადრაკის სასახლეში გაიხსნება მემორიალური დაფა სეოკ-ის დაფუძნებასთან დაკავშირებით.

მის: მაჩაბლის ქუჩა №11.

საკონტაქტო პირი: თეონა ომანაძე - 599 58 00 01

6 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სააკაძის მოედანზე, "სთრონგ მენის" გრანდიოზული შოუ გაიმართება. ქართველი, თურქი, ირანელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი და სომეხი მამაკაცები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრს გამართავენ.

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ახვლედიანი - 557 44 88 35.

6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, დევნილთა პარტიის თავმჯდომარე ლელა გულედანი დევნილებს შეხვდება.

შეხვედრის თემა: 2020 წლის არჩევნები.

მის.: აღმაშენებლის ხეივანი 13, ტურბაზა დიღომი.

6 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმში, მოძრაობა "ქვეყნის სამსახურში" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მხარდამჭერ პროტესტში მიიღებს მონაწილეობას.

მისამართი: ბათუმი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა (მემედ აბაშიძის N41)

საკონტაქტო პირი: თამთა გოგოლაძე - 593 959 583; თამარ კურატიშვილი - 591994815

6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, თბილისის მერი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლებს.

6 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის მერი დაესწრება ევროპის მოედანზე სპექტაკლ-,,MUARE EXPERIENCE”-ს ;

საკონტაქტი - გვანცა 591004931

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა