ფოთში აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს

ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. შეკრებილებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილობრივები სატვირთო მანქანების გადაადგილებას და მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ცემენტის ქარხნის მუშაობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სატვირთო მანქანებით ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების ტრანსპორტირება ხორციელდება, ხოლო ქარხნიდან მუშაობის პროცესში მტვერი იფრქვევა, რომელიც ასევე მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
„ არ გვინდა, რომ ამ მანქანებმა ჩვენს ქუჩაზე იმოძრაონ. უკვე მერამდენედ ვიკრიბებით, მაგრამ ამ დრომდე აღნიშნული საკითხი არ მოგვარდა .გამონახონ ამ მანქანების სამოძრაოდ სხვა ალტერნატიული გზა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს გავაგრძელებთ”, -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყობებიან და ვითარებაში გარკვევას ჰპირდებიან. ადგილზე იმყოფებიან სამართალდაცველები.

























