გაერო - ერაყში სიცოცხლის უაზრო მოსპობის პროცესი უნდა შეწყდეს

ერაყში ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გაეროს მისიის ხელმძღვანელმა ერაყში ჯენინ ჰენის პლაშარტმა მხარეებს სიცოცხლის უაზრო მოსპობის პროცესის დასრულებისკენ მოუწოდა.

„მკვლელობისა და დაშავების ხუთი დღე : ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ჯენინ ჰენის პლაშარტმა.

მისივე თქმით, მათ, ვინც ადამიანების სიცოცხლის მოსპობაზე არიან პასუხისმგებლები, სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ.

ერაყში ბოლო რამდენიმე დღეა ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ კორუფციას, უმუშევრობას და ცუდ სოციალურ პირობებს აპროტესტებენ. ქვეყნის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, არეულობების შედეგად დაღუპულია 99 და დაშავებულია 4000-მდე ადამიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა