კახეთის სატყეო სამსახურს  ხანძარსაწინააღმდეგო  ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა

კახეთის სატყეო სამსახურს ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს. ცეცხლმქრობი საშუალებები, მეხანძრის ქურთუკები, ჩაფხუტები და სხვა საჭირო ინვენტარი რეგიონს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა გადასცეს.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს, იქნება ეს სატყეოს სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, თუ ხანძარსაშიშ უბნებზე გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება.

აღნიშნული ტექნიკა და აღჭურვილობა კი ხელს შეუწყობს არამხოლოდ ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, არამედ უზრუნველყოფს ხანძრის შემთხვევაში ეფექტურ რეაგირებასა და გარემოზე მიყენებული ზიანის შერბილებას.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს