საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებით  ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრა გაამართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სეულის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ტრანსპლანტოლოგიის დარგის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

კორეელმა ექსპერტმა ქართულ მხარეს საკუთარი ხედვები გააცნო. ქირურგი მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი, ორგანოთა ტრანსპლანტაციის სფეროში ამიერკავკასიის ცენტრი გახდეს. პროფესორმა საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 18 წარმატებული ოპერაცია უკვე ჩაატარა.

სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართველი ექიმების გადამზადების, ასევე რთული ოპერაციის ჩასატარებლად შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულებების საკითხს. მინისტრის თქმით, დოკუმენტაციაზე მუშაობა და პარტნიორი კლინიკების შერჩევა უკვე მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძემ კორეელ ქირურგს 18 ქართველი პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ჩართულობით ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება.

შეხვედრას საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტიც დაესწრო, რომელსაც კორეელ ქირურგთან ერთად არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა