თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ილია  ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ  ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ თამთა თოდაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის პოლიციაში გაკითხვაზე მეორედ მიდის. თამთა თოდაძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა, პოლიციამ ის გამოკითხა და მას შემდეგ სამართალდამცავი სტრუქტურები არ შეხმიანებიან. თოდაძე განმარტავს, რომ პოლიციაში გამოკითხვაზე მეორედ მხოლოდ სატალევიზიო ინტევიუს შემდეგ დაიბარეს. ასევე, მისი სატელევიზიო განცხადებების შემდეგ გამოიკითხა გუშინ ილია ჯიშკარიანიც.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა