ქვემო ქართლის პოლიციასთან შეკრებილების ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც 5 ოქტომბერს  მტკვარმა გამორიყა, 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული

რუსთავში, მტკვრის ნაპირზე გუშინ ნანახი გარდაცვლილი მამაკაცის მეგობარი, გიორგი გეთაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში უკვე 17 საათის განმავლობაში იმყოფება. პოლიციასთან არიან შეკრებილი მისი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე და ოჯახის წევრები, რომლებიც მასთან შეხვედრას ამ დრომდე მოითხოვენ.

გიორგი გეთაშვილის მეუღლის ლელა გეთაშვილის განცხადებით, გიორგის მეგობარი 1 ოქტომბერს დაიკარგა, გუშინ კი დაუკავშირდნენ და გვამის ამოცნობის მოტივით, რუსთავში წაიყვანეს. გეთაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ დავით მუმლაძის ცხედარი გუშინ მდინარე მტკვარმა რუსთავის ტერიტორიაზე გამორიყა, მას 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. პოლიცია მას რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა და მისი მეუღლეც იქნა გამოკითხული.

"დავით მუმლაძემ ჩემს მეუღლეს დაურეკა 1-ელ ოქტომბერს - შენი ნახვა მინდაო. გიორგი მას შეხვდა, შემდეგ გაიყვანა გლდანში და ერთ-ერთი კორპუსის ეზოში დატოვა, ამის შემდეგ აღარ უნახავს", - აცხადებს ლელა გეთაშვილი.

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, მას პოლიციის შენობაში შესვლისა და გიორგი გეთაშვილთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ და მხოლოდ იმას ეუბნებიან, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსთავში, მტკვარმა მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს გამორიყა. როგორც დღეს გაირკვა, ის თბილისში მცხოვრები 36 წლის დავით მუმლაძეა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო