ანონსი  7 ოქტომბერი

7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, მულტიფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკაში“აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის რიგით მე-10 საერთო კრება გაიმართება.

საერთო კრებაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, მომხსენებლების სტატუსით მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

საკონტაქტო: 570 10 44 90; 570 10 15 28

7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და მეცნიერებს შეხვდებიან და საქართველოს მეცნიერების ერთიან ევროპულ სივრცეში, Euraxess-ში გაწევრიანების შესახებ დეტალებს გააცნობენ.

მის.: ჭავჭავაძის N 1 (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი I კორპუსი)

7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

7 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

7 ოქტომბერს, 11.00 საათზე, ორგანიზაცია "საფარის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თამთა თოდაძის საქმესთან დაკავშირებით.

მის: გახოკიძის ქ. N11ა

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ატარებს კონფერენციას თემაზე: „რეალური საარსებო მინიმუმი და მისი გავლენა ქვეყნის სოციალურ პოლიტიკაზე“.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ რეგიონალური საინფორმაციო კამპანია გაიხსნებ და კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი 10 პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: „ერი და სახელმწიფოს“ სახელით, პარლამენტში კანონპროექტი შედის, რომლის მიხედვითაც , „გირჩს“ არ შეეძლება წვევამდელები ჯარისგან დაიხსნას.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მოძრაობა “ლელოს” ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: საეჭვო კორუფციული გარიგებები, ნეპოტიზმი და დაუსრულებელი პროექტები ინფრასტრუქტურის სფეროში.

მის: უზნაძის ქ. 4

საკონტაქტო: 577403734

7 ოქტომბერს, 11:25 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

7 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში “საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: ტაქსების რეფორმის პირველი შედეგები - უნდა შეჩერდეს, თუ არა რეგულაციები. კანონპროექტი მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების დროს საბავშვო სავარძლების გამოყენების ვალდებულების შესახებ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პარტია „გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას პრესკონფერენცია გაიმართება. თემა: კომპანია "შმAXI" - როგორია მძღოლების აქტიურობა და რამდენი "შმAXI" მოძრაობს ქალაქში. პატრულის მიერ დაჯარიმებული მძღოლები. პასუხი კახა კალაძის განცხადებაზე. მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს" ფრაქციის ოთახში ოთარ კახიძის ბრიფინგი.

თემა - თამთა თოდაძის საქმე.

7 ოქტომბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, გენერალურ პროკურატურასთან, 2016 წელს ორთაჭალაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულების გუსეინ ისკანდეროვისა და ემინ ახმედოვის ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: ნიკა სადრაძე 591926240

7 ოქტომბერს, 14:30 საათზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე საჯარო სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების ხემძღვანელებთან ინკლუზიური განათლების თემაზე შეხვედრას გამართავს და მათ ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებულ სიახლეებს გააცნობს.

მის.: უზნაძის 52.

7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ევროპისა და აზიის განყოფილების დირექტორი შტეფან ოპიცი ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებებს. გარდა ამისა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალი რეგიონული დირექტორი სესილი კოპრიე ხელს მოაწერენ სასესხო ხელშეკრულებას.

7 ოქტომბერს, 18:00 საათზე, სასტუმრო „მოქსში“ დიალოგის პლატფორმა „ცხოვრების ხარისხი და ურბანული მემკვიდრეობის დაცვა“ ოფიციალურად გაიხსნება.

გახსნის ცერემონიას საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი ტადაჰარუ უეჰარა, თურქეთის, ჰოლანდიის, ბრაზილიის ელჩები, თბილისის ვიცე-მერი მაია ბითაძე, დიპლომატიური კორპუსის, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოწვეული და ადგილობრივი ექსპერტები დაესწრებიან.

7 ოქტომბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში,“ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი გახსნის საზეიმო ღონისძიებას, რომელიც ეძღვნება „აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის“ (EPAG) 5 წლისთავს.

ღონისძიების მიზანია საზოგადოებისთვის ასოციაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და იმ გაცვლითი პროგრამების გაცნობა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს.

საკონტაქტო: ეთუნა ცოტნიაშვილი, 599 512215

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს