სოფელ კარალეთში ავტომანქანა 57 წლის ქალს დაეჯახა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებული 57 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში" გადაიყვანა. პაციენტს მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება.
,,პაციენტი შემოყვანილია პოლიტრავმით, აღენიშნება ტრავმები გულ-მკერდის, მუცლის, მენჯების არეში. ამ წუთებში უტარდება საფუძვლიანი გამოკვლევები, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები, რის შემდეგად მოხდება გადაწყვეტილების მიღება შემდგომი მკურნალობის მეთოდებზე", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" ექიმმა ვიტალი სავანელმა.

























