გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

ამ წუთებში გორში ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია. ქალაქის ცალკეულ უბნებში წვიმას თან ახლავს სეტყვაც. გორის გარდა, დაისეტყვა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი.

გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, ზარალის შესახებ ინფორმაცია მერიას ჯერ არ მიუღია.

,,უამინდობა ამ წუთებშიც გრძელდება, ძლიერ წვიმასთან ერთად, სეტყვა იყო როგორც გორში, ასევე რამდენიმე სოფელში, თუმცა, შესაძლო ზარალზე ინფორმაცია ჯერ არ მიგვიღია, ამ წუთებში ზუსტდება", - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან" გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.