სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან პირისპირ შეხვედრას მართავს

პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან.

ამის შემდეგ კი, პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

მანამდე, პრეზიდენტის სასახლეში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ცნობისთვის, თბილისს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გუშინ ეწვია.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად ჩამოფრინდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა