ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შეხვედრები გამართეს

ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 6 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზოგიშის, ტვიშის, ქორენიშისა და ორხვის მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს და სოფლებში არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს ადგილზე გაეცნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად, ადგილობრივებს რეგიონში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, მან იმ სარგებელზე ისაუბრა, რომელსაც პროექტების დასრულების შემდგომ სოფლის მცხოვრებლები მიიღებენ.

სოფლებში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად და პრიორიტეტად სასმელი წყლის სისტემისა და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება დასახელდა. როგორც ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ მოსახლეობას განუცხადა, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები 2020 წლის განმავლობაში განხორციელდება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების - ზოგიშის, ტვიშის, ქორენიშისა და ორხვის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე და პარლამენტის წევრი კარლო კოპალიანი დაესწრნენ. მათ ადგილობრივებს დაგეგმილი სოციალური პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა