არჩილ თალაკვაძე ილია ჯიშკარიანზე - ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება - პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ შემდგომ მივიღებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრის, ილია ჯიშკარიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს დადასტურება სჭირდება და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მმართველ გუნდს კონკრეტულ ნაბიჯებზე ისაუბროს.

ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს თამთა თოდაძის ბრალდებებზე საპასუხოდ განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი.

„ეს არის ძალიან სამწუხარო ბრალდება, რადგან ჯიშკარიანი არის სახელისუფლებო გუნდის წევრი, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით და ობიექტურობით უნდა გამოვიძიოთ ეს შემთხვევა. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს იმ წუხილს, საჩივრებს, რომელსაც ახმოვანებენ საჯაროდ. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი მოლოდინი გამოძიების მიმართ არის, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული ობიექტურობით იქნება შესწავლილი. პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ჩვენ შემდგომ მივიღებთ. ასეთ ბრალდებას სჭირდება დადასტურება და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთ. ჩვენთვის მიუღებელია, რა თქმა უნდა, დისკრიმინაცია და ძალადობა ქალთა მიმართ. წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება ერთად ვმუშაობთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში ქალთა მიმართ შემცირდეს ძალადობა, შემცირდეს დისკრიმინაცია, მოხდეს მათი უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ჩაერთონ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამიტომ ნებისმიერი ასეთი ბრალდება მაღალი ყურადღებით იქნება შესწავლილი. განსაკურებით მაშინ, როცა ეს ეხება სახელისუფლებო, ანუ ჩვენი გუნდის წევრს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა