თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მახინჯაურისა და ორთაბათუმის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სოფელ მახინჯაურში, განთიადში, კაპრეშუმსა და ორთაბათუმში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ილია ნაკაშიძე, პარლამენტის დეპუტატები მუხრან ვახტანგაძე და ფატი ხალვაში, აჭარის მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი მერაბ კარანაძე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ესწრებოდნენ.

„მოქალაქეებთან ღია შეხვედრების ფორმატი გრძელდება და ამ შეხვედრებში ჩართულია ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველგან შევქმნათ თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კომფორტი, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გახდეს კიდევ უფრო წარმატებული ყველა მუნიციპალიტეტში,“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

შეხვედრებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრეს. მოსახლეობის მთავარ პრობლემად სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდება, გზების მოწესრიგება და მიწის დაკანონების საკითხები დასახელდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შეხვედრების მსვლელობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სოფელ კაპრეშუმში მრავალბინიანი სოციალური სახლის მშენებლობის პროცესს გაეცნო. საცხოვრებელი სახლის ბინები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახებს უსასყიდლოდ გადაეცემათ. სოციალურ სახლში იქნება 39 საცხოვრებელი ბინა. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია.

თორნიკე რიჟვაძემ ასევე მოინახულა განახლება-ზედა ახალშენის საავტომობილო გზა, სადაც 1,05 კმ. სიგრძის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ამასთან, დაიგო 3675 კვ.მ ასფალტობეტონის საფარი და 750 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა. პროექტის ღირებულება 390 990 ლარს შეადგენს.

პროექტი „ღია შეხვედრები“ საქართველოს რეგიონებში ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას და მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ამ საჭიროებების გათვალისწინებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა