ლევან გოგიჩაიშვილი - როგორც ჩანს, უმრავლესობის წევრებიც არ არიან ბოლომდე იმაში დარწმუნებული, რომ ვანო ზარდიაშვილმა შეიძლება დეპუტატის მანდატი შეინარჩუნოს

როგორც ჩანს, თვითონ უმრავლესობის წევრებიც არ არიან ბოლომდე იმაში დარწმუნებული, რომ შეიძლება, ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატი შეინარჩუნოს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, დატოვებს თუ არა მანდატს ზარდიაშვილი, „დამოკიდებულია იმ მოლაპარაკებებზე, რა აწყობს მას“.

„ეს ჩემი თავის ტკივილი არ არის და დარწმუნებული ვარ, არავის თავის ტკივილი არ არის, ვანო ზარდიაშვილი იქნება თუ არა პარლამენტში. ვანო ზარდიაშვილი სახეა იმ უპრინციპობის, რაც „ოცნებამ“ გამოიჩინა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც მთავარი ფასეულობების ხაზს გადაუხვია. ვფიქრობ, რომ ახლა ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და იმ მოლაპარაკებაზე, რა აწყობს მას. დეპუტატის მანდატი დათმოს და არაფერი მიიღოს, არ წავა უბრალოდ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ" ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ „სერიოზული რეპუტაციული დარტყმა" მიიღო.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, პარლამენტის დეპუტატის მანდატი უახლოეს პერიოდში უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დატოვოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა