გერმანიის, ესტონეთის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის შემდეგ, საქართველო სახელისუფლებო კორუფციისაგან თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში მოხვდა

გერმანიის, ესტონეთის, ავსტრალიისა და ჰონგ კონგის შემდეგ, საქართველო სახელისუფლებო კორუფციისაგან თავისუფლებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა.

2019 წლის 1-ელ ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში გამწესდა.

კორუფციის კონტროლის შეფასებისას მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიო წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას. რომელთა შორის აღსანიშნავია, ორგანიზაცია Transparency International (TI) (საერთაშორისო გამჭვირვალობა) სპეციალური გამოკვლევა.

TI– ს მიერ დაკვეთილი კვლევა აგროვებს მონაცემებს შინამეურნეობებისაგან. ეს არის კორუფციის კომპოზიციური ინდიკატორი, რომელიც დაფუძნებულია მონაცემთა წყაროების სუბდონეების ერთობლიობაზე, რომელიც გამოყენებულია კორუფციის კონტროლის ინდიკატორში. ყოველ წელს ხდება ქულების გენერირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც გაშუქდნენ წინა წლებში, მაგრამ არა მიმდინარე წელს.

გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა